-
2015-05-21 23:20
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სანამ საქართველოში ხალხი დამშეულია, სანამ პოლიტიკური ლიდერები ციხეებში სხედან, "საქართველოს არავინ არაფერს არ მისცემს".
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა რიგაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა და დაამატა, რომ პოლიტიკური ლიდერები უნდა გაუშვან, რადგან ამაზე მიანიშნებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ეს წერია უამრავ საერთაშორისო დოკუმენტში. "მაგრამ ჯიუტად არაფერი იცვლება, რადგან იქ ზის ერთი კაცი და არაფერი არ გამოდის", - დაამატა მიხეილ სააკაშვილმა.