
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას "ფეხებზე ჰკიდია", ივლიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში.
"თვითონ ხომ დადიან? დიპლომატიური პასპორტებით ჩვენს დროს მივაღწიეთ იმას, რომ გიშვებენ საზღვარგარეთ, ამიტომ თვითონ, თავიანთი ნათესავები დადიან და სულ არ აინტერესებთ, რომ ხალხს უკანასკნელ საშუალებას ართმევენ ლუკმაპურის შოვნისთვის წავიდნენ საზღვარგარეთ, თუმცა, მე სულ არ მიხარია, რომ ქართველები ამიტომ დადიან უცხოეთში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რიგაში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.