
"თქვენ ხედავთ ახლა მიტოვებულ შენობებს: ერთი შენობა, მეორე... ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ იმ თავხედმა "მოქალაქემ" ალბათ, დაიძინა და დაიბარა, რომ კონსტიტუცია გათელონ ფეხქვეშ, რასაც მისი მონები ასრულებენ", -
ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ "კურიერის" სპეცგამოშვებაში განაცხადა, როცა გიგი უგულავას დაცვის წარმომადგენლებთან ერთად სასჯელაღსრულების სამინისტროში იმყოფებოდა. ამასთან, გიგი უგულავას კიდევ ერთმა თანაგუნდელმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს ეზოში სამსახურებრივი მანქანები დგას, მაგრამ მათთან შესახვედრად სამინისტროდან არავინ გამოდის.