
02:00 საათზე "რუსთავი-2"-ის პირდაპირ ეთერში "კურიერი" სპეცგამოშვებით გავა. ეს დღეს მეორე სპეცგამოშვებაა. სავარაუდოდ, ეს სპეცგამოშვებაც, ისევე, როგორც წინა, ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას მხარდამჭერი აქციის გაშუქებას მიეძღვნება.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც უკანონოდაა მიჩნეული 9 თვეზე მეტი ვადით გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა, დედაქალაქის ყოფილი მერის მხარდამჭერები "მატროსოვთან" შეიკრიბნენ და უგულავას დაუყოვნებელ გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა, ადვოკატების განცხადება ციხის ადმინისტრაციამ არ ჩაიბარა, ხოლო სასჯელაღსრულების სამინისტროში ამ დრომდე არ პასუხობდნენ შეკითხვას, გაათავისუფლებენ თუ არა გიგი უგულავას, რომლის სასამართლო პროცესი დღეს, 17 სექტემბერს, 12:00-ზეა ჩანიშნული.