-
2015-09-16 23:31
„სანამ ჩემს მიმართ გამოიყენებთ სიტყვა „ფუფუნებას“, გირჩევთ, სახლში მიბრძანდეთ და ნაჩუქარი წავის ქურქები გადაათვალიეროთ“, - ირმა ნადირაშვილმა ეს რჩევა პარლამენტის სხდომაზე ეკა ბესელიას მისცა და მას „ქურდული სამყაროს ლობისტობა" შეახსენა.
ირმა ნადირაშვილმა ბესელიას რუსეთის ჯაშუშების თემაც შეახსენა: "უტიფრობის რა ხარისხი უნდა გქონდეთ, რომ თქვათ, თითქოს თქვენი ოჯახის წევრი, რომელმაც ოფიციანტი სცემა, პოლიტპატიმარი იყო, ხოლო გიგი უგულავა არ არის პოლტპატიმარი... თქვენ ხართ ერთი კორუმპირებული პარლამენტის წევრი, რომელმაც ქრთამის ფასად რუსეთის ჯაშუშები გაუშვით ციხიდან სახლში. აი, ეს ხართ თქვენ...".