"რუსთავი-2"-ის გადაცემაში "არჩევანი" ზვიად ძიძიგურის განაწყენება გამოიწვია ოპონენტ მიხეილ მაჭავარიანის სიტყვებმა "გაგებაში არ არიან"...
გიგი უგულავა, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლების შემდეგ თავისუფლებაზე სულ 23 საათი გაატარა, ამბობს, რომ ყველაზე მეტად შვილებთან სიახლოვის ნაკლებობას განიცდის, ხოლო "მატროსოვზე" ბევრი რამ გადააფასა.
გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრების შემდეგ სასამართლოს ეზოში შეკრებილთა ნაწილი სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, პროტესტის გამოხატვის მიზნით გაემართა. სოლოლაკში სასწრაფოდ მოხდა პოლიციის მობილიზაცია.
გიგი უგულავასთვის ბადრაგს ხელბორკილები არ დაუდვია: დედაქალაქის ყოფილი მერი საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მას შემდეგ გაუჩინარდა სასამართლოს დერეფნის სიღრმეში, რაც ფანჯრიდან ჯერ სასამართლოს ეზოში შეკრებილ ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს, ხოლო შემდეგ პირდაპირი ჩართვის კამერიდან - მაყურებელს დაემშვიდობა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დედაქალაქის ყოფილი მერი, რომელსაც საბოლოოდ, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აცხადებს, რომ დასვენება ვერ მოასწრო და ახლა მიდის დასასვენებლად.
დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ის სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს. ამიერიდან გიგი უგულავა მსჯავრდებულია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მოსამართლეს წინაწარ დაწერილი გადაწყვეტილების წაკითხვა ცარიელ დარბაზში მოუწევს და მისი წაკითხვის პროცესს არც გიგი უგულავა, არც მისი დაცვის წევრები არ დაესწრებიან.
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ დღეს მოსამართლე მის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და ე.წ. მატროსოვზე დაბრუნება მოუწევს, რადგან ამ სასამართლოს მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ მისი ციხეში დაბრუნებაა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გახშირდა ანგარიშსწორების მუქარა მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ და სამართალდამცველ ორგანოებს მიმართა, უზრუნველყონ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური მუშაობა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი მეგობარსა და თანაგუნდელს გიგი უგულავას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს და აღნიშნავს, ომ ეს "რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია".