პოლიტიკა

პრეზიდენტმა პოროშენკომ ავაკოვ-სააკაშვილის დაპირისპირებას "სამარცხვინო ინციდენტი" უწოდა

"როგორც პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის გარანტმა, არ შემიძლია გვერდი ავუარო სამარცხვინო ინციდენტს, რომელიც ორშაბათს რეფორმების ეროვნულ საბჭოში მოხდა", - აღნიშნა პოროშენკომ.

>>>

კელენჯერიძე: ჩემი დეიდაშვილი ზურა ვაზაგაშვილმა მოკლა, მამამისმა კი ეს საქმე დიდი ფულით ჩაფარცხა

გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს ავტორი, ყოფილი დეპუტატი გია კელენჯერიძე „არჩევანის“ ეთერში გერმანიიდან ჩაერთო. მისი განცხადებით, პოლიტპატიმართა სია გარკვეული გარიგებების შედეგად შედგა. 

>>>

ხელისუფლებაში არსებული "ბარდაკისთვის" სააკაშვილი უკრაინელებს ბოდიშს უხდის (ვიდეო)

"მე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლების ერთერთი წარმომადგენელი, მოვალე ვარ, ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ მოქმედ ხელისუფლებაში დღეს ასეთი "ბარდაკია", - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს რეფორმების საბჭოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მიმართა.

>>>

სააკაშვილი: მაინტერესებს, მაიდანზე და დონბასში დაღუპული ქართველებიც "გასტროლიორები" არიან? (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოზე მომხდარ დაპირისპრებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქცენტს პრემიერ იაცენუკის ფრაზაზე "წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!" აკეთებს და აცხადებს, რომ ის სიამაყით ატარებს უკრაინის მოქალაქის პასპორტს, ასევე იმ ქართველებზე ლაპარაკობს, რომლებიც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცნენ. 

>>>

"წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!" - იაცენუკს სააკაშვილისთვის ნათქვამი ამ ფრაზის გამო აკრიტიკებენ

"წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!", - ამ ფრაზით რეფორმების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს პრემიერმა იაცენუკმა მიმართა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სააკაშვილსა და უკრაინის შს მინისტრს არსენ ავაკოვს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ავაკოვმა გუბერნატორს ჭიქა ესროლა.

>>>

ლეშენკო: შს მინისტრმა სააკაშვილს ჭიქა ესროლა

"უკრაინსკაია პრავდას" წარმომადგენელი, ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ოლეგ ლეშენკო წერს, რომ კიევში, რეფორმების საბჭოს სხდომაზე შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა მიხეილ სააკაშვილს ჭიქა ესროლა, ხოლო პრემიერმა არსენ იაცენუკმა მოსთხოვა, ქვეყანა დაეტოვებინა. 

>>>

"გარტყმისგან თავი შევიკავე და სახეში წყალი შევასხი" - უკრაინის შს მინისტრი სააკაშვილთან დაპირისპირების დეტალებზე

უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობს, დაპირისპირება მოხდა ოდესის გუბერნატორსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის. არსენ ავაკოვმა, ერთერთი ვერსიით, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მას "კორუმპირებული მინისტრი" უწოდა, სახეში ჭიქა ესროლა, ხოლო თავად ავაკოვის თქმით, მან გარტყმისგან თავი შეიკავა და სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა.

>>>

ექსპერტები ეჭვობენ, რომ რადაში "საცირკო წარმოდგენა" იაცენუკის მოწყობილია

პრემიერ-მინისტრ იაცენუკს მზად არ ჰქონდა ანგარიში რადაში წარსადგენად და, ბოლოს და ბოლოს, მისი ანგარიში საზოგადოებამ ვერც მოისმინა,  - ამის შესახებ "მე-5 არხის" ეთერში პოლიტიკურმა ექსპერტმა, ნიკოლაი დავიდიუკმა განაცხადა. 

>>>

ელისაშვილი - მეჭიაურზე: იდიოტობას იდიოტობაზე იძახის და მე ცხვირს მიზომავს ყოველდღე

თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნების" დეპუტატის თამაზ მეჭიაურის ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც ის ცილისწამებაში დაადანაშულა და განაცხადა, რომ ელისაშვილი ტყუილებშია შემჩნეული და ამაზე მისი ცხვირის ზომაც მეტყველებს. 

>>>

თურქეთში პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შევიდა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი ანტონოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით ულტრანაციონალური ორგანიზაცია „ერგენეკონის“ ლიდერმა განცხადება შეიტანა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !