
"მე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლების ერთერთი წარმომადგენელი, მოვალე ვარ, ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ მოქმედ ხელისუფლებაში დღეს ასეთი "ბარდაკია", - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს რეფორმების საბჭოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მიმართა.
სააკაშვილის თქმით, ის მომხდართან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის სამართლიან და პრინციპულ პოზიციას ელოდება და უკრაინელი ხალხის დახმარების იმედი აქვს:
"მე არსად წასვლას არ ვაპირებ. არ ვაპირებ, ერთი ნაბიჯითაც კი დავიხიო უკან და მათ დავუთმო ასპარეზი. მე მათ არ მივცემ უფლებას, ძარცვონ ესქვეყანა და მოატყუონ ჩემთვის ასე ახლობელი უკრაინელი ხალხი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.