საერთშორისო მოხალისეთა საზოგადოება InformNapalm აგრძელებს რუსულ წყაროებზე გამოქვეყნებული მასალების ანალიზს, სადაც იმალება მეტი საინტერსო ინფორმაცია.
"პატრიოტთა ალიანსი" წარმომადგენელი ირმა ინაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თავდაცვის სამინისტრო განგებ ახშობდა "ობიექტივში" განთავსებულ, "პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ეთერს. მისი თქმით, ტელეარხის სიგნალი შეგნებულად უარესდებოდა სწორედ მაშინ, როცა ეთერში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გადიოდა.
რამდენიმე დღის წინ გამოითქვა მოსაზრება, რომ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ მარმარილოს ზღვაში ჩატარებული მანევრები, შავი ზღვის სრუტეების ჩაკეტვის საწვრთნელ ქმედებებს წარმოადგენდა.
გინდათ, საქართველოს წინააღმდეგ ახალ რუსულ ტაქტიკაზე გიამბოთ? გინდათ, გაიგოთ, როგორ მონაწილეობენ მასში ჩემი ქართველი კოლეგები - ზოგი უნებურად და უმრავლესობა შეგნებულად? კი, ბატონო, დავიწყოთ:
მარმარილოს ზღვაში, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ბოსფორის სრუტით დამაკავშირებელში, ასევე სრუტით, დარდანელისა და ეგეოსის ზღვების გამაერთიანებელში - დაიწყო თურქეთის სანაპირო დაცვის მასშტაბური სწავლებები.
„იმ შემთხვევაში, თუ თავკერძა პუტინი კრემლიდან გაბედავს NАТО-სთან პირდაპირ კონფრონტაციას, ალიანსისა და რუსეთის ფედერაციის დაპირისპირება გასტანს არა უმეტეს 10-20 დღისა, შემდეგ კი რუსეთის მხრიდან კაპიტულაციაზე ხელის მომწერი აღარავინ დარჩება“.
ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი წერს, რომ ერთ-ერთ მასალაზე მუშაობისას, 1989 წლის 9 აპრილის ამბების შემსწავლელი რუსი გენერლის ალექსანდრე კატუსევის ბიოგრაფიისა და საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალები გაარკვია და აღმოჩნდა, რომ ის ივანიშვილის ბანკ "როსიისკი კრედიტში" მრჩევლად მუშაობდა.
ერაყის ხელისუფლებამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატების ცარევის შედეგად ციხიდან გაათავისუფლა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაში შემჩნეული ორი ე.წ. კანონიერი ქურდი, - ამის შესახებ „როსბალტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ორი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი დაიღუპა.
რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმები Daesh-ის მეომრების ნაცვლად ზომიერი ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი, მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტების წინააღმდეგაა მიმართული.