
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოზე მომხდარ დაპირისპრებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქცენტს პრემიერ იაცენუკის ფრაზაზე "წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!" აკეთებს და აცხადებს, რომ ის სიამაყით ატარებს უკრაინის მოქალაქის პასპორტს, ასევე იმ ქართველებზე ლაპარაკობს, რომლებიც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცნენ.
"მე დღეს პრემიერმინისტრმა "გასტროლიორი" მიწოდა. გუშინ კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა - ის ნაღმზე აფეთქდა. ადრე, სხვადასხვა ადგილასაც დაიღუპნენ. დღესქართველი ოფიცრები, რომლებიც არ ითხოვენ არც ფულს, არც პრივილეგიებს, იბრძვიან უკრაინისთვის. მაინტერესებს, ისინიც "გასტროლიორები" არიან თქვენს თვალში? "გასტროლიორები" იყვნენ დავით ყიფიანი და ზურაბ ხურცია, რომლებიც მაიდანზე დაიღუპნენ?", - სააკაშვილის ამ შეკითხვების ადრესატი უკრაინის პრემიერმინისტრი იყო.