სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ "ფეისბუქით“ ეხმიანება განვითარებულ პროცესებს.
ყოფილ პრემიერმინისტრთან და მის ოჯახთან დაახლოებული ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს, რომ ბევრ რამეზე თვალს აქამდე მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის გამო ხუჭავდა და მისი გადადგომის შემდეგ გაჩუმებას აღარ აპირებს. „აწი მიფრთხილდნენ...“ - წერს ის „ფეისბუქზე“.
გაზეთ „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც ყოფილი პრემიერის ე.წ. ოჯახურ კლანთან ყველაზე აშკარად დაპირისპირებული მასმედიელი იყო, წერს, რომ ის უთანასწორო ბრძოლაში ჩაება, მაგრამ არ გაბოროტდა და საბოლოოდ, გაიმარჯვა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, ასევე მანამდე, რაც გადადგომა დაანონსდა, „ფეისბუქის“ ქართულენოვან მომხმარებელთა მთავარი თემა სწორედ ეს საკითხი გახდა.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, განცხადება მან "იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. მან წარმატებები უსურვა მომავალ პრემიერმინისტრს და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თანამებრძოლებსა და, განსაკუთრებით, მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს.
NDI-ს კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა და მასში კვლევა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის შედეგებს განსხვავებულად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 23 დეკემბერს კიევში დაგეგმილი ანტიკორუფციული ფორუმის შემდეგ სამართალდამცველები დაინტერესდებიან იქ გახმიანებული მასალებით.
ე.წ. პოლიტპატიმრების სიის სკანდალს ეხმიანება ყოფილი დეპუტატი, ადამიანის უფლებადამცველი ელენე თევდორაძე და იგონებს რამდენიმე დაკავებულის დედასთან შეხვედრას, რომელთაც დაუდასტურეს, რომ სიაში შვილის შეყვანისთვის დიდი თანხა მოსთხოვეს.
დღეს წარმოდგენილი კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
ლევან ბეჟაშვილს თავს გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაესხნენ. კიევიდან თბილისში დაბრუნებულ დეპუტატს მგზავრთა გამოსასვლელთან რამდენიმე პირმა ჯერ ფიზიკური, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.