-
2016-07-13 10:10
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 13 ივლისს პარტიის ახალ სახეებს საგურამოში წარადგენს, მანამდე კი ცნობილი ხდება, რომელი მინისტრები იბრძოლებენ მაჟორიტარობისთვის.
"2030"-ის ინფორმაციით, სულ საგურამოში 16 ახალი სახე დასახელდება, თუმცა, არ გამოქვეყნდება საარჩევნო სიის ათეული და არც მაჟორიტარობის კანდიდატები დასახელდებიან. ამ ფონზე უკვე ცნობილია, რომ სამი მინისტრი მაჟორიტარული სისტემით ეცდება, მოიპოვოს პარლამენტარის მანდატი:
კახა კალაძე, სავარაუდოდ, სამტრედიაში, ოთარ დანელია კი მარტვილში იყრიან კენჭს. გადაწყვეტილია, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დავით სერგეენკოც, თუმცა, ჯერ არ არის არჩეული ოლქი, სადაც მან კენჭი უნდა იყაროს.