
1000 გამოკითხული რესპონდენტიდან 307, ანუ 30,7% მიიჩნევს, რომ „ბაქრაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და მთავრობას დააკომპლექტებს.
„ქართული ოცნების“ შიდა კვლევის სკანდალურ შედეგებს „ჯი ეიჩ ენი“ ექსკლუზიურად აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, გამოკითხვა 1-3 ივლისს, სატელეფონო ზარების მეშვეობით ჩატარდა და სულ 1000 რესპონდენტი გამოიკითხა.
„ქართული ოცნების“ ინტერესს ამჯერად წარმოადგენდა იმის გარკვევა, არჩევნების შემდეგ რომელი პოლიტიკური პარტიას რა როლი ექნება.
კითხვა შემდეგი სახით იყო ფორმულირებული: თქვენი აზრით, რა როლი ექნებაპოლიტიკურ პარტიას არჩევნების შემდეგ?
გამოკითხვაში მონაწილე რესპოდენტებიდან მხოლოდ 267 ანუ 26,7% მიიჩნევს, რომ „კვირიკაშვილი-ქართული ოცნება“ - იქნება ხელისუფლებაში და დააკომპლექტებს მთავრობას.
66,6% -ის აზრით, დღევანდელი მმართველი ძალა იქნება საპარლამენტო ოპოზიციაში, 49 რესპოდენტის, ანუ 4,9%-ის აზრით - არასაპარალემენტო ოპოზიციაში, ხოლო 18 რესპოდენტს (1,8%) კითხვაზე პასუხი არ აქვს.
იმავე კითხვაზე პასუხად რესპოდენტების ხმები „ბაქრაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში შემდეგი სახით განაწილდა:
30,7% (307 რესპოდენტი) პასუხობს - „ხელისუფლება- მთავრობა“;
49,2% (492 რესპოდენტი) – „საპარლამენტო ოპოზიცია“;
15,2% (152 რესპოდენტი) – „არასაპარლამენტო ოპოზიცია“
4,9% (49 რესპოდენტი) – „არ მაქვს პასუხი“.