ბერკუტელის თვალით დანახული ევრომაიდანი: „წინა რიგებში ბიჭები ტიროდნენ...“

Image

ცნობილი ბლოგერი და ფოტოგრაფი ილია ვარლამოვი ევრომაიდანზე დისლოცირებულ სამართალდამცველებს ესაუბრა და ბლოგში მათი კლასიფიკაცია, ასევე, მათი თვალით დანახული ევრომაიდანი აღწერა.

 

ვარლამოვის ბლოგი დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცილაურ ქსელებსა და ფორუმებზე. „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ფრაგმენტებს ბლოგიდან. მასალას თან ერთვის ილია ვარლამოვის ზემოთხსენებულ ბლოგზე გამოქვეყნებული ფოტოები:

 

„ახალწვეული ჯარისკაცები, კურსანტები და მილიცია, ძირითადად, ხალისიან განწყობაზე მიდიან მაიდანზე. ბევრისთვის ეს მხიარული თავგადასავალია. არანაირი განსაკუთრებულ მტრობას ისინი არ ამჟღავნებენ. ბიჭებმა, ბოლოს და ბოლოს, გამოაღწიეს ყაზარმებიდან და ომში მოხვდნენ!

 

რა თქმა უნდა, მათ ეშინიათ. მაგრამ ეს, უფრო, ხეზე ამძვრალი ბიჭის შიშია, რომელიც კენწეროსკენ მიცოცავს. დიახ, ჩამოვარდნის შიში არსებობს, მაგრამ მას ცნობისმოყვარეობა ძალავს.

 

მაგრამ აი, „ბერკუტი“ სულ სხვაა. ეს რაზმი აქ მთავარი მებრძოლი ძალაა. ისინი ხალხს ესვრიან. მათ აშკარად სძულთ ადამიანები ბარიკადების მეორე მხრიდან. ერთგან არკადი ბაბჩენკომ გამოთქვა ვარაუდი, რომ არაა გამორიცხული, ბერკუტელებმა თავიანთივე ინიციატივით საბრძოლო ვაზნებით ჩაანაცვლონ სასწავლო ვაზნები და ხალხი დახოცონ. თავდაპირველად ეს შეთქმულების თეორიის ნაწილი მეგონა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, შესაძლებელია, ასეცაა...“, – წერს იური ვარლამოვი.

 

ბლოგში ვარლამოვს ერთერთი კურსანტის ჩანაწერიც მოჰყავს:

 

„...ერთი–ორჯერ ხალხისგან ნასროლი ქვები პირდაპირ თავში მომხვდა. ჩაფხუტში მას ვერც გრძნობ. საერთოდ, ჩვენ მოშორებით ვდგავართ და ჩვენამდე იშვიათად აღწევს ეს საგნები. აი, სამი დღის წინ კი „მოლოტოვის კოქტეილებს“ გვესროდნენ და ძალიან ახლოს ვიდექით. რამდენიმემ დამწვრობა მიიღო, მაგრამ ალს სწრაფად ვაქრობდით ერთმანეთის ტანსაცმელზე. ეს ძალიან დამთრგუნველი იყო, ბიჭები პირველ რიგში ტიროდნენ კიდეც...

 

არ მესმის, რატომ გვესვრიან ამ ყველაფერს? ჩვენ ხომ უბრალო ახალწვეულები ვართ? აქ უამრავია ისეთი, ვინც 2013 წლის შემოდგომაზე გაიწვიეს. ისინი 18 წლისანი არიან, თვეების წინ იმავე კინოთეატრებსა და კაფეებში დადიოდნენ, სადაც ის სტუდენტები დადიან, რომლებიც ახლა მათ მოკვლას ცდილობენ. ვის გამო? პოლიტიკოსების გამო?

 

აი, გვეუბნებიან ჩვენ: „ხალხის მხარეს გადმოდით!“. სადაა ეს „ხალხის მხარე“? აი, მე ნათესავები მყავს ყირიმში და ისინი შიშობენ, რომ რუსეთთან ვიზებს შემოიღებენ, თუკი ევრომაიდანი გაიმარჯვებს. მეგობარი მყავს, მაქსიმი – მას საერთოდ, ამ დემონსტრანტების დანახვაც არ უნდა, საცობებია და კიევში ნორმალურად ვერ გაივლიო. სადაა ხალხის მხარე? სად გადავიდეთ? ჩვენ ფიცი მივეცით და მის ფარგლებში ვიცავთ სახელმწიფო შენობებს, რომ იქ არ შეიჭრან. ჩვენ ხომ პოლიტიკოსები არ ვართ?“.

 

იური ვარლამოვს ამავე ბლოგში სხვა მილიციელის, უკვე ბერკუტელის პოზიციაც აქვს ასახული, რომელიც დემონსტრანტებს „ჩვეულებრივ ბანდიტებს“ უწოდებს და ევრომაიდნის იდეაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გარდა, სხვას ვერაფერს ხედავს.

 

მოამზადა ლაშა ბერულავამ. ავტორის, იური ვარლამოვის ფოტოები

berkut25.jpg

berkut-25kiev.jpg

berkut-demonstrant.jpg

berkut-25barikads.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !