-
2014-01-24 19:15
დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმს ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი აფასებს. იგი საქართველოში ბიზნესის განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და რიყის გასხვისების თემაზეც გააკეთა კომენტარი.
დავით იაკობაშვილს საქართველოში 200 მილიონის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგი აღნიშნული თანხის გაორმაგებას გეგმავს. „იმ პერიოდში ხელისუფლებამ და სააკაშვილმა მთხოვეს, რომ რიყეზე ობიექტები ამეშენებინა, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ,
მაგრამ შემდეგ კრიზისი დაიწყო და მშენებლობა შეჩერდა, რის გამოც ხელისუფლებამ აზრი შეიცვალა, ეს ჩემთვისაც მისაღები იყო, რადგან არ მინდოდა იქ 210 მილიონი დოლარის ჩადება. მე ხელისუფლებამ დახარჯული თანხის ნაწილი უკან დამიბრუნა. შემდეგ რა გადაწყვიტეს არ ვიცი, რადგან პოლიტიკაში არ ვერევი.
რაც შეეხება კეზერაშვილს იგი მე სწორედ რიყის საქმეზე გავიცანი, ის მაშინ ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო და მალე ბიზნესში გადავიდა. შემდეგ კიდევ ვიყიდე მისი შემოთავაზებით ბიზნესები, რადგან ჩემთვის ეს ხელსაყრელი იყო, მე მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ მან კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულა“, - განაცხადა იაკობაშვილმა.