-
2014-01-24 18:13
საქართველომ რუსეთს გადასცა 63 წლის ალექსანდრე ლავროვი - მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელი, რომელიც 12 წლის მოწაფე გოგონებთან გარყვნილი ქმედებების გამო რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული.
ლავროვის ექსტრადიცია 20 იანვარს შედგა. ის 2013 წლის აპრილში დააკავეს და ქუთაისის ციხეში იყო მოთავსებული.
როგორც ირკვევა, მოსკოვში ლავროვს, მშობლების მიერ დაწერილი საჩივრების შესწავლამდე შინაპატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მან საქართველოში ჩამოსვლა მოახერხა და ბათუმიდან თურქეთში გადასვლას ცდილობდა. ლავროვი აეროპორტში დააპატიმრეს.
რუსეთი ალექსანდრე ლავროვს 12 წლის გოგონების მიმართ გარყვნილ ქმედებებში ადანაშაულებს, რომელიც, გამოძიოების მიხედვით, ლავროვმა არაერთგზის ჩაიდინა, როცა მხატვრულ ტანვარჯიშში მოზარდებს მწვრთნელის რანგში გაკვეთილებს უტარებდა.