-
2014-01-24 09:43
უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ ევრომაიდანზე დაბრუნებული ლიდერების მიმართვის შემდეგ ევრომაიდნის საზღვრები გაფართოვდა, ხოლო კრეშატნიკის ქუჩაზე დემონსტრანტებმა ერთერთი სახელმწიფო შენობა დაიკავეს – ონლაინრეპორტაჟი კიევის ცენტრიდან.
23 იანვრის ღამემ კიევის ცენტრში მშვიდობიანად ჩაიარა. ლიდერების მოწოდების შესაბამისად, ევრომაიდანი გაფართოვდა, ააგეს რამდენიმე ახალი ბარიკადა. რაც შეეხება სიტუაციას კიევის გარეთ, ჩერკასკში მილიციამ ადმინისტრაციული შენობიდან იქ შეჭრილი ხალხის გამოდევნა შეძლო, ამავე დროს, 60–დე აქტივისტი დააკავეს.
უკრაინის შსს პირობას დებს, რომ არ დაშლის ევრომაიდანს იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები გრუშევსკის ქუჩას დატოვებენ, მაგრამ აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები ამაზე უარს აცხადებენ.
პარალელურად, არ იცვლება უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება კიევის ცენტრში მიმდინარე აქციის მიმართ: პრემიერმინისტრმა აზაროვმა ევრომაიდანს "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა" უწოდა.
მოსკოვში გუშინ საღამოს უკრაინის მხარდასაჭერი გამოსვლა გაიმართა, მაგრამ ის მილიციამ დაშალა.