
„ოპოზიციის ლიდერები არანაირ კომპრომისზე არ მიდიან“, – ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მკინისტრმა ელენა ლუკაშმა უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლუკაშის თქმით, მიუხედავად არაერთგზის შეთავაზებისა, ოპოზიციის ლიდერები არ აპირებენ დაგმონ ექსტრემისტული ქმედებები დემონსტრანტების მხრიდან, ასევე უარს ამბობენ, გააკეთონ განცხადება იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების დაკავება დაუშვებელია.
„ვერ მივიღეთ პასუხი იმაზე, როგორ აპირებს ოპოზიცია, გააკონტროლოს კიევის ქუჩებში მიმდინარე პროცესები, თუმცა, მოლაპარაკება ხვალაც გაგრძლდება“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა.
ევრომაიდანზე შეკრებილი ხალხი ამ დროისთვის მოლაპარაკებიდან დაბრუნებულ ვიტალი კლიჩკოს ელოდება, რომელმაც ხალხს სამოქმედო გეგმა უნდა გააცნოს.