-
2014-01-23 02:58
2008 წლის ზაფხულში, საქართველოზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპა აფხაზეთში რუსეთის ღია და ძალიან საშიში სამხედრო მანევრების გამო გააფრთხილა.
გერმანული გამოცემისთვის (Die Welt) მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა მაშინ აღნიშნა:
"საქართველო მხოლოდ დასაწყისია. ხვალ იქნება უკრაინა, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი. სასწორზე დევს მთელი ევროპის უსაფრთხოება, რომელიც ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბდა...
საქართველო არის ლაკმუსი. ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ იგი საკუთარ ღირებულებებს იცავს. თუ იგი ამას არ გააკეთებს, ჩვენ ახალი დაუსრულებელი კონფლიქტების მოწმენი გავხდებით.“, - განაცხადა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.