
უკრაინის პრემიერმინისტრის ნიკოლოზ აზაროვის განცხადებით, ორი აქტივისტი კიევში, სავარაუდოდ, პროვოკატორებმა მოკლეს და არა მილიციამ.
ამის შესახებ დავოსში მყოფმა მთავრობის მეთაურმა BBC-ს უთხრა. აზაროვის თქმით, ძალიან ადვილია გადამოწმება, რომ ტყვია ზემოდანაა ნასროლი, შენობების სახურავზე კი მილიცია არ იყო. მისი თქმით, მილიციას არც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა:
„ეს შეეძლოთ გაეკეთებინათ პროვოკატორებს, ორგანიზატორებიდან. ანუ მათ, ვისაც მსხვერპლი სჭირდებოდა სიტუაციის გამწვავებისთვის“, – განაცხადა აზაროვმა ინტერვიუს დროს.