-
2014-01-22 23:50
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურმა ფილარეტმა ოფიციალურად განაცხადა უარი იმ სახელმწიფო ჯილდოზე, რომელიც პრეზიდენტ იანუკოვიჩისგან მიიღო.
ამის შესახებ განცხადება კიევის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ფილარეტმა ასევე უარი თქვა იაოანე ოქროპირის ორდენზე, რომლითაც ის კიევის საპატრიარქოს სინოდმა 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით დააჯილდოვა.
„იმ პირობებში, როცა დაიღუპნენ ადამიანები, კიევის ცენტრში კი სასტიკი დაპირისპირება გრძელდება, მე გთხოვთ, არ გადმომცეთ ჯილდოები. ჩემი ეს გადაწყვეტილება მხარდაჭერილია ასევე წმინდა სინოდის წევრების მიერ“, - წერს განცხადებაში პატრიარქი ფილარეტი.