„ნაციონალური მოძრაობა“: „უკრაინის თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!“

Image

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს „უკრაინის პუტინისეულ ევრაზიულ კავშირში შეთრევის“ აღსაკვეთად.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში ნათქვამია:

 

„ჩვენ მწუხარებით ვუმზერთ უკრაინის დედაქალაქში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს. ამავე დროს აღვნიშნოთ, რომ ძალადობის ესკალაციის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ვილნიუსის სამიტის წინ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ხანგრძლივი ზეწოლა, რათა ოფიციალურ კიევს ხელი არ მოეწერა ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე.

 

სამწუხაროდ, მეზობელი სახელმწიფოების და, ამ შემთხვევაში, უკრაინის სუვერენიტეტის უგულებელყოფა და ევროპული ოჯახისკენ სწრაფვაში ხელის შეშლა რუსეთის ფედერაციის დეკლარირებული პოლიტიკაა.

 

რომ არა უკრაინისთვის - ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ - შანტაჟისა და ზეწოლის გზით თავსმოხვეული ეს მცდარი გადაწყვეტილება, ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერებოდა აღნიშნულ ხელშეკრულებას და სამოქალაქო დაპირისპირების ნაცვლად ეს სახელმწიფო ევროპის ცივილიზებულ ერთა ოჯახში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდა.

 

ხაზს ვუსვამთ რა რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობის უზარმაზარ წილს, აშკარაა, რომ ასეულობით ათასი უკრაინის მოქალაქის აზრის გაუთვალისწინებლობა და დიალოგის უუნარობა უშუალოდ იანუკოვიჩის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

 

ხალხთან დიალოგის ნაცვლად, უკრაინის მმართველმა ძალამ მიიღო არადემოკრატიული, რეპრესიული და კონფრონტაციული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების პაკეტი, რამაც შეზღუდა გამოხატვის და სამოქალაქო თავისუფლებები და დაძაბულობის ესკალაციის იმპულსად იქცა. დღეს კიევის ქუჩებში იღვრება სისხლი. პოლიციის სპეცდანაყოფები უპირისპირდებიან დემონსტრანტებს. არიან დაღუპულები და ამ ფონზე დუმილი დაუშვებელია.

 

საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენი ვალია სრული სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელი ხალხის მისწრაფებას თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ერების ოჯახისკენ.

 

საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წინ აღუდგეს უკრაინის პუტინისეულ ევრაზიულ კავშირში შეთრევის ნებისმიერ მცდელობას.

 

უკრაინის თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა!“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !