-
2014-01-22 01:38
კიევ-პეჩორის ლავრის ბერები: მამა გაბრიელი, მამა მელქისედეკი და მამა ეფრემი დღეს დილით გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტებსა და „ბერკუტს“ შორის ჩადგნენ და ლოცვა დაიწყეს.
ბერებს თან ჯვრები და ხატები ჰქონდათ და თავიანთი პოზიცია არ გამოუხატავთ - მხოლოდ ლოცულობდნენ. ბერები აცხადებენ, რომ არ წავლენ მანამ, სანამ დაპირისპირება საბოლოოდ არ შეწყდება.
ბერების იდეას ლავრის სხვა სასულიერო პირებმაც დაუჭირეს მხარი. ისინი გრუშევსკიზე ერთმანეთს ენაცვლებიან.
შეგახსენებთ, რომ კიევ-პეჩორის ლავრა და, შესაბამისად, იქ მოღვაწე სასულიერო პირები მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია.