-
2014-01-21 19:26
„ბერკუტსა“ და კიეველ დემონსტრანტებს შორის სამდღიანი დაპირისპირების შემდეგ ამ დროისთვის ორივე მხარე თავიანთ პოზიციებზე რჩება.
დღეს კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე შედარებით სიმშვიდე იყო: დემონსტრანტები ამაგრებენ ბარიუკადებს, იმარაგებენ ტრორუარის ქვების ფილებს, ამზადებენ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებს“.
მათთან პირისპირ, თუმცა დაშორებულ დისტანციაზე იმყოფებიან „ბერკუტისა“ და შინაგანი ჯარის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამის საათებში „ბერკუტმა“ აქტივისტების შტურმი წამოიწყო, თუმცა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ უკან დაიხია და დემონსტრანტებმა გრუშევსკიზე ისევ მოწინავე პოზიციები დაიკავეს.






