ფლეტჩერის სკოლაში თვლიან, რომ სააკაშვილი მათთვის უდიდესი შენაძენია

Image

ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დასაქმების შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს.

ფლეტჩერის სკოლის ხელმძღვანელები თვლიან, რომ ისეთი ქარიზმატული, უდიდესი გამოცდილების მქონე და მსოფლიო დონის პოლიტიკური პერსონის შემატება მათ კოლექტივში, როგორიც სააკაშვილია, სკოლას ძალიან სასიკეთოდ წაადგება.

 

წერილი ვებგვერდზე დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი იანვრიდან საგანგებოდ მისთვის შექმნილ თანამდებობას დაიკავებს:

 

„მიხეილ სააკაშვილი ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლას იანვრიდან შეუერთდა, როგორც პირველი „მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე“. ეს თანამდებობა პირველად შეიქმნა და მიზნად ისახავს ტაფტის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხება ჰქონდეთ საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ლიდერებსა და სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსებთან, ამბობს ფლეტჩერის სკოლის დეკანი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი.

 

„პრეზიდენტობის დროს, [სააკაშვილმა] შთამბეჭდავად გააუმჯობესა ქვეყნის ეკონომიკა, დაამარცხა კორუფცია და საქართველო დასავლეთს, შეერთებულ შტატებსა და ნატოს დაუკავშირა“, ამბობს სტავრიდისი. „ის პროფესიონალი დიპლომატია ძალიან პრობლემური პოზიციით პატარა ქვეყნიდან, და მან ძალიან კარგი საქმე გააკეთა თავისი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის შემდეგ“.

 

სტავრიდისი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი საქართველოსთვის - “ვარდების რევოლუციის” ლიდერობა იყო - 20 დღიანი, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელიც დასრულდა საბჭოთა ეპოქის ტოტალიტარული პერიოდის ხელისუფლების დამარცხებით.

 

სააკაშვილი შესანიშნავად მართავდა რევოლუციის დროს აქციებს, რომელშიც 100 000 ზე მეტი დემონსტრანტი მონაწილეობდა. „ამდენი ადამიანით უსისხლო რევოლუციის მოწყობა მართლაც აღსანიშნავი ფაქტია“, ამბობს სტავრიდისი. „ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება პირადად [სააკაშვილის] ხელმძღვანელობის და მისი ქარიზმატული ფიგურის დამსახურებაა“. ფლეტჩერის სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელის იან ჯონსთოუნის თქმით კი, სააკაშვილის გამოცდილება ძალიან ღირებული იქნება ფლეტჩერის სკოლის სტუდენტებისა და ფაკულტეტისთვის.

 

„[სააკაშვილი] ძალიან ცოცხალი, დინამიური ფიგურა იყო მსოფლიოს უზომოდ მნიშვნელოვან ნაწილში და შესაბამისად, ძალიან სერიოზული საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა“, ამბობს ჯონსთოუნი. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის გაგვიზიარებს ამ გამოცდილებას და შეხედულებებს... შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და რუსეთთან ურთიერთობაზე, ასევე ავტორიტარულიდან დემოკრატიულ ხელისუფლებამდე ევოლუციის და ანტიკორუფციული ზომების შესახებ - ეს ყველაფერი მისი საპრეზიდენტო გამოცდილებაა“. სააკაშვილმა ფლეტჩერის სკოლა და „მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის“ პოზიციის დაკავება იმის გამოც არჩია, რომ სკოლა პრესტიჟულია, აქ ბევრი ფაკულტეტია და სტუდენტები მისი რეგიონით არიან დაინტერესებული, თქვა მან. „ფლეტჩერის სკოლა მართლაც საუკეთესო სკოლაა თავის კატეგორიაში მსოფლიო მასშტაბით“, ამბობს იგი.

 

„შემოთავაზება რამდენიმე შესანიშნავი უნივერსიტეტიდან მივიღე, რომელთაგან ზოგიერთი [შეერთებულ შტატებშია]. შეიძლება ძალიან კარგ უნივერსიტეტში იყო შეერთებულ შტატებში, მაგრამ ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდეთ იმ რეგიონზე საიდანაც მე ვარ, ან პრობლემებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ. ფლეტჩერში ასე არ არის“. გარდა ფლეტჩერის კავშირებისა მის რეგიონთან, სააკაშვილი მოხიბლა ასევე სკოლის ხასიათმა და ინტელექტუალურმა ბუნებამ:

 

„რაც მომწონს ტაფტის უნივერსიტეტსა და ფლეტჩერის სკოლაში, არის ის, რომ პირველ რიგში აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა და ისინი რაღაცისკენ მიისწრაფვიან“, თქვა სააკაშვილმა. „ამ ადამიანებს [ფლეტჩერში] მართლაც სურთ წარმატების მიღწევა. მე ყოველთვის მინდოდა ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც წარმატებისკენ მიისწრაფვიან, სწრაფად მოქმედებენ უკეთესი ცვლილებებისაკენ. ვფიქრობ ერთად ამის გაკეთებას შევძლებთ“. ჯონსთოუნს სჯერა, რომ სააკაშვილი სკოლას კიდევ უფრო გააცოცხლებს და ინტელექტუალური სტიმული გახდება, როგორც ფლეტჩერის სკოლის, ასევე ტაფტის უნივერსიტეტისთვის ზოგადად.

 

„გვიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ ინტერესს გააჩენს და მისი აქ ყოფნის დროს ბევრი საინტერესო დისკუსია და დებატი გაიმართება, იმ კრიტიკული როლის გათვალისწინებით, რომელიც მან ითამაშა“, თქვა ჯონსთოუნმა. „ვიმედოვნებ, რომ ფლეტჩერის სტუდენტებსა და ტაფტის სტუდენტებისათვის მისი აქ ყოფნა სასარგებლო იქნება“. სტავრიდისის აზრით, ფასდაუდებელია სააკაშვილის პრაქტიკული გამოცდილებაც და მისი პირადი ხასიათიც.

 

„[სააკაშვილი] ძალიან დინამიური, ინტელექტუალური ადამიანია, რომელიც უდიდესი შენაძენი იქნება ჩვენი თანამეგობრობისთვის ფლეტჩერის სკოლასა და ტაფტის უნივერსიტეტში“, - მოყვანილია ვებ-გვერდზე სტავრიდისის სიტყვები.

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !