ხანძარი მთაწმინდის ტყის მასივში, რომელიც დაახლოებით ორმოცი წუთის წინ გახდა შესამჩნევი, ლოკალიზებულია. ხანძრის კერას 8 სახანძრო ბრიგადა და ტყეში შესული მეხანძრეები ებრძოდნენ.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. სავარაუდოდ, ცეცხლის კერა დაუდევრობამ წარმოშვა. მეხანძრეების ეფექტური ჩარევის გამო ტყის მასივის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი დაიწვა.