კუმისის სასაკლაოზე დაკლული ვირებისა და ცხენების ფოტოები გამოქვეყნდა

Image

სურსათის ეროვნული სააგენტო კუმისის არალეგალურ სასაკლაოზე დაკლული ვირების ფოტოებს „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს.

სააგენტო წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ კუმისში აღმოჩენილ არალეგალურ სასაკლაოზე, სადაც დაკლული ვირების ხორცით, სავარაუდოდ, თბილისის საშაურმეებს ამარაგებენ, სიუჟეტი 15 იანვარს „კურიერმაც“ მოამზადა.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე „ფეისბუქში“ ნათქვამია, რომ სააგენტო აგრძელებს ღონისძიებების გატარებას. აქვე აღნიშნულია, რომ სპეციალისტებმა ადგილზე დაათვალიერეს ე. წ. ჭალას ტერიტორია, რომელიც, მათი განმარტებით, ნაგავსაყრელს უფრო ჰგავს, ვიდრე სასაკლაოს.

 

ღია ცის ქვეშ მიმოფანტულია დაკლული ცხოველების, მათ შორის ვირის და ცხენის ჩონჩხები. სააგენტომ აღნიშნული ფაქტი შემდგომი კვლევისთვის უკვე აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. 

 

პარალელურად, სარეალიზაციო ობიექტებში გაძლიერებულია კონტროლი. ერთ-ერთი ვერსიით, დაკლული ცხოველების ხორცი შესაძლოა, თბილისის საშაურმეებსა და რესტორნებში მოხვედრილიყო.

 

ამიტომ თბილისის სამმართველოს სპეციალისტები დედაქალაქის მასშტაბით პერმანენტულ რეიდებს ახორციელებენ. შემოწმდება ყველა ის ობიექტი, სადაც ასეთი პროდუქტის მოხვედრის ალბათობაა“, - აღნიშნულია „ფეისბუქში“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !