
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ უახლეს მონაცემებს აქვეყნებს.
სამინისტროდან ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნარჩუნდება ცივი და ყინვიანი ამინდი, თოვლი, რის გამოც გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.
ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის ვაზიანი–თელავის მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზის თბილისი–წნორის მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქვემო ქართლში, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარცხისი–ნარდევანის მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის ზაჰესი–რუსთავის მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მცხეთა-მთიანეთში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.