დონეცკში ცნობილი ტერორისტი "გივი" მოკლეს

Image

8 თებერვალს, დაახლოებით დილის 6:12 საათზე (კიევის დროით) ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე ცნობილი "ბოევიკი" მიხეილ ტოლსტიხი, მეტსახელად "გივი" მოკლეს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი თავის გვერდზე წერს. 

 

ჟურნალისტი წერს, რომ ინფორმაცია, ფაქტობრივად, დადასტურებულია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრისა და ატო-ს ზონაში მოქმედი სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წრეებში.

 

მიხეილ ტოლსტიხი, იგივე "გივი" ბატალიონ "სომალის" მეთაური იყო და განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით გამოირჩეოდა. წინასწარი ინფორმაციით, "გივი" საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მომხდარი შეაფასა, როგორც ტერაქტი. 

 

ბოლო პერიოდში "გივი" ავდეევკისთვის გამართულ ბრძოლებში მონაწილეობდა და დაიჭრა კიდეც. 

 

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში კიდევ ერთი ცნობილი "ბოევიკი", "მოტოროლას" სახელით ცნობილი არსენ პავლოვი ლიფტში ააფეთქეს, ხოლო რამდენიმე დღის წინ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის უფროსი, პოლკოვნიკი ანაშენკო საკუთარ ავტომანქანაში აფეთქებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

 

GIVI.jpg

GIVI2.jpg

GIVI3.jpg

 

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !