რუსეთის არმიის საბრძოლო ტექნიკა დონბასში (ფოტო-ვიდეოფაქტები)

Image

საერთაშორისო ვოლონტერთა ჯგუფ "ინფორ ნაპალმის" ვებგვერდზე ირაკლი კომახიძე მორიგ ფოტოფაქტებს აქვეყნებს, რითაც დასტურდება, რომ დონბასის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკა, სხვა შეიარაღება და საარტილერიო დანადგარებია განლაგებული. 

 

ვოლონტერული აეროდაზვერვის მიერ საერთაშორისო სადაზვერვო გაერთიანება InformNapalm–ის  განკარგულებაში გადმოცემულია უკრაინის დონბასის რეგიონში რფ–ს საოკუპაციო ჯარების შეიარაღებისა და ტექნიკის თავმოყრის ადგილის ახალი ფოტომტკიცებულებები.

 

InformNapalm–ის OSINT–ექსპერტების მიერ გატარებული იდენტიფიკაციის შედეგად დადგინდა, რომ აეროდაზვერვის კადრებში მოხვედრილია  რუსი ოკუპანტების გაძლიერებული საბატალიონო–ტაქტიკური ჯგუფი. ხოლო დაფიქსირებული რუსული ექსკლიუზიური საშუალებების ნაწილი ადასტურებს ამ ტაქტიკური დანაყოფის რუსულ კვალს.

 

 

tor.jpg

 

ფიქსაციის ადგილი: დონეცკის ოლქი, დასახლებული პუნქტი ჩისტიაკოვოს (ყოფილი ტორეზი) სამხრეთ–დასავლეთით. კოორდინატები: 47°59’26.1″N 38°36’17.0″E.

 

კადრში მოხვედრილია Т-64БВ და ძველი მოდიფიკაციის Т-72Б (შეიარაღება 125 მმ. ქვემეხი) 20 ერთეული ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (БМП-1/БМП-2) 25 ერთეული, თვითმავალი ჰაუბიცა 2С1 «Гвоздика» (122 მმ.) 4 ერთეული, ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 5 ერთეული, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი 9К35 «Стрела-10» და სხვა ტექნიკა.

 

ასევე ფოტომასალაში დაფიქსირებულია რუსული პირველადი დახმარების სადგური (АП-2), რომელიც 2016 წლის აგვისტოში ფიგურირებდა InformNapalm–ის OSINT-გამოძიებაში ე.წ. ავდეევკას პრომზონიდან 3 კმ–ში. თუმცა, ყველაზე მთავარი აღმოჩენაა — 2 ერთეული საინჟინრო გამნაღველი მანქანა «Метеорит»–ი, რომლებიც შეიარაღებაში მხოლოდ რუსეთს გააჩნია.

 

აღნიშნული საინჟინრო საშუალება თავისი უშუალო დანიშნულების – ობიექტების გამნაღვის გარდა, განკუთვნილია გამაგრებულ შენობა–ნაგებობებში (საყრდენ პუნქტებში) ცოცხალი ძალის განადგურებისთვის. მისი გამოყენება არაპირდაპირი დანიშნულებით დაფიქსირებულია მე–2 ჩეჩნური ომის დროს, დონბასზე დონეცკის აეროპორტის შტურმისას და სირიაში ქ. ჯობართან გამაგრებულ რაიონზე იერიშის მიტანისას.

 

2-5.jpg

 

InformNapalm–ის მიერ გატარებულია არა მხოლოდ პირველადი აერო–ფოტოგადაღების მასალის შესწავლა–დეტალიზაცია და ტექნიკის იდენტიფიკაცია, არამეტ აღმოჩენილია დოკუმენტური ფოტო და ვიდეო მასალა დ/პ ჩიასტიაკოვოს პოლიგონის რაიონიდან, სადაც ზემოხსენებული შეიარაღება და ტექნიკა ბოევიების და რუსი ოკუპანტების სოცქსელების გვერდებზე ფიგურირებს. 

 

ფოტოსურათზე წარმოდგენილია ხსენებულ რაიონში ტანკების კოლონა – 20 ერთეულამდე.

 

XuUoswxmlPg.jpg

 

წარმოდგენილი აერო–ფოტოგადაღება ადასტურებს, რომ არანაირი მინსკის და სხვა საერთაშაროსო შეთანხმებები არ სრულდება და არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. რუსეთი განაგრძობს ტექნიკისა და შეიარაღების თავმოყრას უკრაინის დონბასის რეგიონის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

 

რუსეთის შეკავება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ქმედებებით – მისი მკაცრი კონსოლიდაციით, რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებით და რფ–სთვის გაერო–ს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების ჩამორთმევით.

 

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საშემოდგომო სესიაზე, რომელიც 2016 წლის 10 – 14 ოქტომბერს გაიმართა, უკრაინის დელეგაციის მიერ წარდგენილი იყო საერთაშორისო სადაზვერვო გაერთიანება InformNapalm–ის ძალისხმევით მომზადებული მოხსენება დონბასზე რუსული შეიარაღება.

 

აღნიშნული მოხსენება მკაფიოდ ასახავს იმ შეიარაღება–ტექნიკის შესახებ მტკიცებულებებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწვდის დონბასში მოქმედ ტერორისტულ ძალებს. მათ შორის ფიქსირდება არა მხოლოდ ძველი საბჭოური შეიარაღება, არამედ თანამედროვე ნიმუშის სხვადასხვა საშუალებები, რომლებსაც რუსეთი თავისი მომსახურე სამხედრო პერსონალთან ერთად, აგზავნის უკრაინის აღმოსავლეთში.

 

არსებულ ვითარებაში უკრაინა საჭიროებს არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ეკონომიკურ, არამედ მის მკვეთრ სამხედრო დახმარებას.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიისთვის ლეტალური და არალეტალური თანამედროვე შეიარაღების მიწოდება წარმოადგენს ერთ–ერთ მთავარ ფაქტორს კრემლის აგრესიული ამბიციების შეკავებაში, რომლის გეგმებში უკრაინის სრული ოკუპაცია, ასევე ევროკავშირისა და ნატო–ს საზვრებთან ვითარების დესტაბილიზაცია შედის.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !