
ყოფილი პრემიერმინისტრის, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გაიმართა.
კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა ახალციხეში ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.
აქცია 12 დეკემბერს გაიმართა და მის ფარგლებში ახალციხის ცენტრში, თვალსაჩინო ადგილებში, ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი ტრანსპარანტები გააკრეს.