-
2013-12-11 18:25
გია ბარამიძე მეტის ღირსი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძესთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯაჭვლიანმა აღნიშნა, მას სულ სხვა განცხადების გაკეთება სურდა.
”თქვენ ალბათ აკვირდებოდით, მე როცა ვლაპარაკობდი, როგორ იქცეოდა თვითონ გიორგი ბარამიძე. მე ქართველ საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს იქ რაც მოხდა, თორემ გია ბარამიძე უარესის ღირსიც იყო ისე იქცეოდა და არსებობს ამის კადრებიც”, – აღნიშნა ჯაჭვლიანმა.
პარლამენტში დეპუტატებს შორის დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. ”ნუ ბლატაობ, შე ჩმორო”, – მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.