-
2013-12-11 18:22
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში სამხედრო ტურიზმს განაგრძობს.
ამჯერად სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრის სამხედრო ბაზაზე დამატებით რამდენიმე ათასი სამხედრო ტურისტი განთავსდება თავისი შვეულმფრენებით და სხვა სამხედრო ტექნიკით.
"გასუსულია ხელისუფლება, ხმას არ იღებს იმაზე, რა რაოდენობის შეიარაღება შეაქვს გიუმრის სამხედრო ბაზაზე რუსეთს. შედით ინტერნეტში და წაიკითხეთ ამხანაგი პუტინის ვიზიტის წინ სომხეთში რა რაოდენობის შეიარაღება შედის და როგორ იზრდება რუსეთის სამხედრო პოტენციალი. საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე განცხადება არ უნდა გააკეთოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე აუცილებლად უნდა ილაპარაკოს საერთაშორისო ორგანიზაციებში.
დღევანდელი ხელისუფლება ამაზე არ საუბრობს.ზუსტად გეუბნებით. ისევე როგორც სხვა საკითხებზე. საქართველოს დიპლომატიის მცდელობები არის უკიდურესად შესუსტებული. ერთ მხრივ გაძლიერებულია რამდენიმე მიმართულებით,მაგრამ იქ გაძლიერება ძნელი არ არის. მაგალითად, ევროინტეგრაცია, მაგრამ უკიდურესად შესუსტებულია, რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ უკიდურესად უგუნურად მოექცნენ იმ კადრებს, რომლებიც იქ ყავდათ", - აღნიშნა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში.