-
2013-12-11 15:40
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანმა შს მინისტრს მიმართა, რომ ხშირად ჩაატაროს რეიდები, რათა გამოავლინოს დამნაშავე ნაციონალები, რომლებმაც, შესაძლოა, დანაშაულისთვის ცოცხი და „დუბინკა“ იხმარონ.
ჯაჭვლიანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი ბარამიძეს მიმართა: „მე ჩემს კუთხეს ძალიან კარგად ვიცნობ. ნუ ბლატაობ, შე ჩმორო!“, რასაც გიორგი ბარამიძის ადგილიდან გაცემული პასუხი, შემდეგ კი მასსა და ჯაჭვლიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბარამიძის დარტყმის შემდეგ წაქცეული ჯაჭვლიანი გასაშველებლად მისულმა დეპუტატებმა ააყენეს, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ხუთწუთიანი შესვენება გამოაცხადა.