
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი კიევში სამშაბათს ჩავიდა, ოთხშაბათს დილას „ბერკუტის“ მებრძოლების მიერ „გზების გათავისუფლების“ შემდეგ, თავისუფლების მოედანზე მივიდა და როგორც „ბატკივშინას“ პრეს-სამსახური იტყობინება, მოხალისედ ჩაეწერა და ხალხს საკვებს ურიგებს.
მას თან ახლავს აშშ-ის ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაიეტი.
აქციის მონაწილეები ნულადს მოხარული შეძახილებით ესალმებიან, ზოგიერთი სკანდირებს "God bless you".
დიპლომატი მაიდანზე მდგომი შინაგანი ჯარის წარმომადგენლებთანაც მივიდა და ორცხობილა
შეთავაზა. სამართალდამცავებმა უსიტყვოდ აიღეს და ნულადს ღიმილით გადაუხადეს მადლობა.