
რუსეთის მიერ აღიარებული ყირიმის პოლიტიკისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილეს იულია მარტინოვას ღამის კლუბებში, ორგიის დროს გადაღებული ფოტოები გამოუქვეყნეს.
ამის შესახებ „პოდრობნოსტი“ წერს. იმ დროს, როცა იულია ჯერაც სტუდენტი იყო, მონაწილეობდა ღამის კლუბებში გამართულ აღვირახსნილ ორგიებში, რის შემდეგაც მისი პოლიტიკური კარიერა ელის სისწრაფით იზრდებოდა. ფოტოები ღამის კლუბ „86“-შია გადაღებული.
„საღამოს კულმინაციად იქცა ხარკოველი სტრიპტიზის მოცეკვავეების გამოსვლა. ქალები სწრაფად შიშვლდებოდნენ, კოცნიდნენ ერთმანეთს, იყენებდნენ ფალოიმიტატორებს. ამის გაგრძელება იყო ჯგუფური სექსის სცენა: დარბაზის შუაგულში დადგეს ფართო საწოლი და გოგო-ბიჭები მასზე დაწოლას და ვნებიან ხვევნა-კოცნას ერთმანეთს ასწრებდნენ“, - წერდა ერთერთი ადგილობრივი გამოცემა, სადაც ფოტოებიც გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, უფრო ადრე მსგავს სკანდალში გაეხვია ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალი, რომელსაც ადრე გადაღებული, ნახევრად შიშვლად გადაღებული ფოტოები გამოუქვეყნეს.