-
2016-02-22 07:49
უკრაინულ არხზე მიმდინარე მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრმა კონსტანტინე მელაძემ ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
„შეეკითხებით ადამიანებს, რომელი ქვეყნისთვის აიღებენ ხელში შაშხანას და ტყვიას შეეგებებიან? ჩემთვის ასეთი ქვეყანა უკრაინაა“, - მოჰყავს 52 წლის კომპოზიტორის სიტყვები „ექსპრეს გაზეტას“.
ამ კონკურსში პირველი ნახევარფინალი მოიგო მომღერალმა ჯამალამ, რომელმაც სკანდალური სიმღერა „1944“ შეასრულა. სიმღერა სტალინის მიერ ყირიმიდან უზბეკეთში დეპორტირებულ თათრებზეა. ის ინგლისურად შესრულდა.
„როცა უცხოები მოდიან, ისინი შედიან თქვენს სახლებში, ისინი თქვენ ყველას გკლავენ და ამბობენ: „ჩვენ არ ვართ დამნაშავეები“, - ასე იწყება სიმღერის ტექსტი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43