-
2015-08-22 11:03
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი 1995 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კონფლიქტში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო, თითქმის მთელი კავკასიაა ჩართული. მისი თქმით, ყირიმის ნახევარკუნძულზე მოქმედებისთვის ანალოგიური სცენარია მოფიქრებული.
დუდაევი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ახლა უნდა შეაჩეროს რუსეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რაოდენობით ცხელ წერტილებს მიიღებს ევროპასთან ახლოს. დუდაევს მიაჩნდა, რომ რუსეთში ხელისუფლება ან რევოლუციური გზით უნდა შეცვლილიყო, ან უნდა ეიძულებინათ ხელისუფლება, სხვაგვარად ემოქმედა.