
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა ქართველი კოლეგის თანდასწრებით უსურვა ცნობილ ფეხბურთელს ზურაბ ხიზანიშვილს პრეზიდენტობა.
გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც სწორედ ეს მომენტია გადაღებული, დეტალური განმარტება sportall.ambebi.ge-სთან თავად ფეხბურთელმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრას შოთა არველაძეც ესწრებოდა ის არაოფიციალურ გარემოში ჩატარდა:
"ასეთ შეხვედრებზე არაოფიციალური ატმოსფეროა, უშუალო ურთიერთობებია. აბდულა გიულიმ მარგველაშვილს უთხრა, შენ შემდეგ პრეზიდენტი ხიზანიშვილი უნდა იყოსო და მის ნათქვამზე ყველამ გულიანად ვიცინეთ", - ამბობს ხიზანიშვილი.
sportall.ambebi.ge-ს მიხედვით