მიუხედავად იმისა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის შეხვედრა გაუქმდა, ტონიმ წონის კლება გააგრძელა და გუშინ დაგეგმილი წონა დააფიქსირა კიდეც. ეს ფაქტი არ გამორჩე ორგანიზაციის ორ წონით კატეგორიაში ყოფილ ჩემპიონს კონორ მაკგრეგორს და შემდეგნაირად გამოეხმაურა
"გილოცავ შთამბეჭდავ მოგებას, ტონი ფერგიუსონ. მოდი, ახლა მეორე ბიჭი ვნახოთ სასწორზე. ჰა-ჰა-ჰა. როცა შენამდე მოვაღწევ, შენიდან მხოლოდ ხერხემლისშორისი სითხე დარჩება, ბიჭო." - წერს კონორი თვითერზე.
შეგახსენებთ, 9 მაისს UFC ტონი ფერგიუსონისა და ჯასტინ გეჯის შეხვედრის ჩატარებას აპირებს.