მადრიდის რეალს, რომ კილიან მბაპეს გადაბირება სურს, ამის შესახებ არაერთხელ ითქვა.
ასევე დაიწერა, რომ ფრანგი შემტევი მადრიდელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და მისთვის სოლიდური თანხის გაღებასაც არ მოერიდებიან.
ამ თემაზე რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ისაუბრა.
„მბაპე რეალში გადმოსასვლელად მზადაა. ის საკმარისად კარგია იმისთვის, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდეს. კილიანი ჩინებული ფეხბურთელია, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება. თუ მას წლეულს ვერ გადმოვიბირებთ, გაისად აუცილებლად მივაღწევთ მიზანს.
მან იცის თუ რა უნდა და რა არის საჭირო იმისთვის, რომ უფრო განვითარდეს. დღესდღეობით იგი პსჟ-ს ფეხბურთელია, თუმცა დარწმუნებული ვარ მალე ბლანკოსის ნაწილი გახდება,“-განაცხადა პერესმა.
რეალს მართლაც სჭირდება სერიოზული გაძლიერება. სამეფო გუნდს ლა ლიგის მოგების თეორიული შანსიღა დარჩა, ჩემპიონთა ლიგიდან და ესპანეთის თასიდან კი უკვე გამოვარდა. რაც შეეხება მბაპეს, ფრანგი ვარსკვლავი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ამ სეზონში პარიზელთა მეშვიდე ნომრის ანგარიშზე 37 მატჩში 33 გოლია.