
2019 წლის მაიამის მასტერსი, რომელიც როჯერ ფედერერის ტრიუმფით დასრულდა უკვე ისტორიის კუთვნილებაა.
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, 37 წლის ასაკში კარიერაში 101-ე ATP-ის ტიტული მოიგო და ჯიმი კონორსის (109) შედეგის გამეორებამდე ბევრი აღარ აშორებს.
ამასობაში გამოქვეყნდა ATP-ის ერთეულთა თანრიგის ყოველკვირეული რეიტინგი, რომელშიც როჯერ ფედერერი მეოთხე საფეხურზე დამკვიდრდა. მესამეზე ალექსანდრე ზვერევია, პირველ-მეორეზე კი შესაბამისად ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი არიან.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან კალიფორნიის კორტებზე ორი მატჩის მოგება შეძლო, ხოლო შემდეგ კანადელ ალიასიმესთან წააგო, რომელიც ნახევარფინალამდე გავიდა და იქ ჯონ ისნერთად დამარცხდა.
ქართველი ჩოგბურთელი განახლებულ რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა და 1930 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზე გადავიდა.