-
2019-03-30 19:59
ფელიპე კოუტინიოს ბარსელონას დატოვება უნდა.
ამის შესახებ BBC-დან ვიგებთ. ცნობილია, რომ ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რაც ბლაუგრანაში ეძლევა და სხვაგან გადაბარგება აქვს მოწადინებული. ამ თემაზე ბრაზილიელმა ნაკრებში ისაუბრა.
იმ შემთხვევაში თუ კოუტინიო გუნდს დატოვებს, მას ახალი კლუბის ნახვა არ გაუჭირდება. ცნობიალი ამბავია, რომ მეშვიდე ნომრით მანჩესტერ იუნიატედი და პსჟ არიან დაინტერესებულები. აღნიშნული გუნდები ფელიპეს გადაბირებას ზამთარშიც ცდილობდნენ, თუმცა როგორც ხედავთ არ გამოუვიდათ.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო ბარსელონაში 2018 წლის იანვარში ლივერპულიდან გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 41 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02