ღამემ კიევში დაანონსებული დარბევის გარეშე ჩაიარა

Image

წუხანდელმა ღამემ კიევში დაანონსებული დარბევის გარეშე ჩაიარა. ევრომაიდანზე მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდა დაახლოებით 500 დემონსტრანტი.

სპეცრაზმმა სამთავრობო კვარტალში ყველა დაწესებულება მოპიკეტეებისგან გაათავისუფლა, თუმცა, ამ პროცესს შეტაკება არ მოჰყოლია – დემონსტრანტები შენობებს განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე ტოვებდნენ.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოპიკეტეებისგან თავისუფალია კიევის მერიის შენობა, აღებულია ყველა ბარიკადა. დემონსტრანტებთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ასევე ოპოზიციის ლიდერები. მათ ბრიფინგიც ჩაატარეს და განაცხადეს, რომ თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, ეს ძალადობრივი სახელმწიფოს შექმნის მცდელობა იქნება, რისი წინაპირობაც არ არსებობს.

 

ევრომაიდანზე მივიდა „რეგიონების“ პარტიის წევრი იაკოვლევი, რომელიც დემონსტრანტებს გაესაუბრა: „იმედია, ძალის გამოყენება არ მოხდება, თუმცა, ყველა საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

აქციის მონაწილეებს შეხვდნენ ასევე ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები, რომლებმაც დემონსტრანტებს უთხრეს, რომ უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემენ, რადგან არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს.

 

პარალელურად, აშშ–ის საელჩო უკრაინაში მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ იმ ადგილებზე მისვლისგან, სადაც თავმოყრილი არიან მომიტინგეები და სამართალდამცველები. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !