ბაჩო ახალაია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

Image

თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ უკრაინაში არამარტო უკრაინის ბედი წყდება:

"ორ კვირაზე მეტია მეზობელ უკრაინაში სახეზეა უპრეცედენტო

მოძრაობა. ამგვარი დემოკრატიული დუღილი კიევსა თუ უკრაინის სხვა ქალაქებში არ ყოფილა ნარინჯისფერი რევოლუცის დროსაც კი. შემთხვევითი არაა რომ ევრომაიდანის მთავარ ძალად უკრაინელი სტუდენტები მოგვევლინენ - თაობა, რომელსაც არ აწუხებს საბჭოთა ნოსტალგია და არ სურს წარსულში დაბრუნება.

დღეს, სწორედ მაიდანზე წყდება - დააღწევს თუ არა უკრაინა თავს წარსულის წყვდიადში ჩათრევას და გახდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფო.

ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ დაუშვას სამოქალაქო დაპირისპირება და ქვეყნის დაშლა, როგორც ეს წარმოუდგენია მავანს. მაიდანზე შეკრებილები ძლიერი უკრაინისთვის იბრძვიან. უკრაინის სიძლიერე კი თავისუფალი ერების გაერთიანებაშია საერთო ღირებულებების ირგვლივ.

დღევანდელი უკრაინული მოძრაობა ისტორიულ ანალოგიებს იწვევს. 1989 წელს "ხავერდოვანმა რევოლუციებმა" აღმოსავლეთ ევროპაში დააჩქარა საბჭოთა იმპერიის აღსასრული და ევროპის რუკა შეცვალა. ვარდების და ნარინჯისფერმა რევოლუციებმა რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს საგრძნობი დარტყმა მიაყენა, რადგან ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა უკრაინამ და საქართველომ საკუთარი მომავალი ევროპას დაუკავშირეს. ბრძოლამ თავისუფლებისთვის ჩვენ გაგვაერთიანა. დღეს ევრომაიდანზე ჩვენ კვლავ ერთად ვუპირისპირდებით რუსული ნეოიმპერიალიზმის საბოლოო გამოწვევას.

უკრაინა, ისევე როგორც საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით განახორციელა რეფორმები, რომლებმაც ევროპასთან დაგვაახლოვა, მაგრამ რუსული იმპერიალიზმის კლანჭები დღემდე ებღაუჭება ჩემს სამშობლოს. ევრომაიდანზე შეკრებილთა ბრძოლა უკრაინის ევროპული მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ასევე არის ბრძოლა ჩემი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც აგერ უკვე ორ კვირაზე მეტია ჩვენი საერთო მომავლისთვის ბრძოლა ყოველდღიურ მოვალეობად აქციეთ, ვინც წარსულში დაბრუნებას სიმტკიცითა და შეუპოვრობით პასუხობთ. მჯერა, რომ არავის ძალუძს დაუპირისპირდეს თავისუფლებისა და ღირსებისთვის მებრძოლი ხალხის ნებას.

და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ დიდი უკრაინელი პოეტის და ჰუმანისტის ტარას შევჩენკოს სიტყვები პოემა "კავკასიიდან" - "იბრძოლეთ და გაიმარჯვებთ!"

ჩემო უკრაინელო დებო და ძმებო, არ დავნებდეთ, ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ თქვნი და ჩვენი თავისუფლებისთვის,"- ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !