
გაზეთი „ალია“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრის დეტალებზე წერს.
„ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით“ გაზეთი წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრას დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
წყაროს ცნობით, პატრიარქისა და პრემიერის მოსაზრებები ერთმანეთს სრულად დაემთხა:
„როდესაც პატრიარქმა ირაკლი ღრიბაშვილს თავისი პოზიცია გაუმჟღავნა, ირაკლიმ უთხრა, რომ მეც მაგ პოზიციაზე ვარო. კამათიც კი არ მოსვლიათ და არც რაიმე განსხვავებული მიდგომა ყოფილა, თუნდავც რაიმე კონკრეტული საკითხის მიმართ. დაემთხვა მათი შეხედულებები ერთმანეთს. მედიაში გავცელდა ინფორმაცია, თითქოს იქ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც იყო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი იყო უწმინდესთნ შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრმა უთხრა უწმინდესს, მეც თქვენ აზრს ვიზიარებ, არც მე მომწონს ეს რეგიონალიზმი, 15 000-იანი ქალაქებიო.
პატრიარქს ჰქონდა ერთი განსხვავებული პოზიცია, თუმცა შესაძლოა, ამაზე პრემიერს ჯერ არ უფიქრია. პატრიარქის სურვილია, რომ პარლამენტმა ჯერ მითის შესახებ განიხილოს კანონი და ამ კანონზე მოხდეს მსჯელობა, შემდეგ კი იყოსიყოს განხილული თვითმმართველობის კოდექსი. უწმინდესს მიაჩნია, რომ მითის რეგიონებში დიფერენცირებული მიდგომა მოხდეს, ბარის რეგიონში კი სხვანაირად უნდა იყოსო. ამაზე ირაკლი ღარიბაშვილს არც თანხმობა მიუცია და არც უარუყვია“, - წერს „ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.