
დღეს სოჭში, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.
ამის შესახებ იუწყება სააგენტო unian.net.
„უკრაინის პრეზიდენტი ჩინეთიდან დაბრუნებისას სამუშაო ვიზიტით სოჭს ეწვევა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან“, - უთხარა სააგენტოს ინფორმაციის წყარომ.