
„თეთრი არწივის“ ხელმძღვანელმა, ყოფილმა პოლიციელმა, რომელიც გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმე იყო, მოსკოვში თავი მოიკლა.
ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსი“ იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, მებონიამ დიდი რაოდენობით აბები დალია და შემდეგ ვენები გადაიჭრა, ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის უკან კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გელა მებონია, ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ირაკლი ფირცხალავას მონაწილეობაზე საუბრობდა . მებონია ამტკიცებდა, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე იარაღის ჩადება უშუალოდ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოხდა. გელა მებონია ასევე გირგვლიანის საქმეში დათა ახალაიასა და ოლეგ მელნიკოვის თანამონაწილეობაზეც საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფილი მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.