ინციდენტი სოფელ სოფელ წითელწყაროში მოხდა, სადაც მამასა და დედინაცვალთან მცხოვრები გოგონა სახლიდან მამის ძალადობას გაექცა და პოლიციას მიმართა. სოფელში ბევრი იმუქრებოდა, რომ თუკი შვილზე მოძალადეს არ დასჯიდნენ, თავად ჩაქოლავდნენ.
თუმცა იყვნენ ისეთები, რომელთაც ეს ამბავი არ სჯეროდათ, - ისინი ამტკიცებდნენ, რომ 15 წლის გოგონამ მამას ჭორი დედამისთან ერთად შურისძიების მიზნით შეუთხზა.
აი, რას ყვებიან მიძალადია მეზობლები.
კ. ლ, დედოფლისწყაროს მცხოვრები:
ამაზრზენი ამბავია, - მშობელი მამა გაილეშებოდა, შვილს კუთხეში იმწყვდევდა და ხელებს უფათურებდა...
ამ კაცის მეორე ცოლი არ არის ცუდი ქალი; საკუთარი ორი შვილიც ჰყავს და იმის მიუხედავად, რომ ამჟამად არაფრისმქონეები არიან, გერი შეიფარა და სკოლაშიც კი დადიოდა მისი ამბის საკითხავად. თანაც, მართლაც ძნელია იმის დაჯერება, ჩემი ქმარი საკუთარი შვილისაკენ იწევს გასარყვნელადო...
როცა ცოლს და შვილებს გარეთ დაიგულებდა, მერე მიიწევდა უფროსი ქალიშვილისაკენ. ეს ამბავი მაგას უკვე დაუმტკიცდა და ახლა იმის იმედი გვაქვს, რომ ამისთვის ციხეში პატიმრები მოკლავენ, ცოცხალი არ გამოვა და აქ არ დაბრუნდება, თორემ რომელიმე ჩვენთაგანი აიღებს თავზე ხელს და სიცოცხლეს გამოასალმებს.
მ. მ. სოფელ წითელწყაროს მცხოვრები:
სოფელში თუ დაბრუნდა, მაინც არ გავახარებთ. შვილი რომ თბილისში გაიქცა და პოლიციას შეატყობინა, თურმე მაშინაც ურეკავდა, - ჩამოდიო. ბავშვი პასუხობდა, - სად ჩამოვიდე, რამდენი დათვრები, ჩემზე იწევო და ის კიდევ ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, რომ მისი განმეორება არ შეიძლება, - გარყვნილზე გარყვნილს.
ჩვენ კი გავიგეთ ექსპერტის დასკვნა, რომ ეს ბავშვი გადარჩენილია მამის გაუპატიურებას, ეტყობა, მთვრალ მამას ხელს ჰკრავდა და იმიტომ ვერ შეძლო, თავისი ბინძური განზრახვა შეესრულებინა, მაგრამ ამას რა გადარჩენა ჰქვია?! მაინც რა ძალამ შექმნა ასეთი ბოროტება?! თუმცა რა გასაკვირია, მაგას ისეთი დედა ჰყავდა, სხვანაირს რას გაზრდიდა...
გავრცელებული ინფორმაციით, მოძალადე მამის დედა დედოფლისწყაროს ცნობილი ბორდელის, ე.წ. ელიკოს ბორდელის მფლობელი იყო. აქ გოგონები მთელი კახეთიდან ჩამოჰყავდათ.
„კვირის პალიტრა“