
ერაყელ ექსტრემისტებს, რომლებმაც ქალაქები მოსული და ტიკრიტი დაიკავეს და მძევლად თურქი დიპლომატები აიყვანეს, გადაწყვეტილი აქვთ, დაიკავონ ქვეყნის დედაქალაქი ბაღდადი.
ამის შესახებ France-Presse იუწყება. დაჯგუფებამ Islamic State of Iraq and Levent, რომლიც ამ ყველაფრის უკან დგას, მოუწოდა ბოევიკებს დაიკავონ ბაღდადი. „ბრძოლა ჯერ არ დაწებულა, თუმცა მალე დაიწყება ბაღდადში და ქერბელში“-ნაქთვამია ორგანიზაციის Islamic State of Iraq and Levent-ის „ტვიტერის“ გვერდზე.
ისლამისტებისადმი მოწოდება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც 11 ივნისს Islamic State of Iraq and Levent-ის წევრებმა ქალაქი ტიკრიტი დაიკავეს, რომელიც ქყეყნის ჩრდილოეთით, ბაღდადიდან 140 კმ მდებარეობს.
მანამდე ექსტრემისტების კონტროლქვეშ გადავიდა ქალაქი მოსული და პროვინცია სალაჰ-ედ-დინი და კირკუკი. ბოევიკების ტყვეობაში მრავალი ერაყელი სამხედრო მოხვდა, რომლებსაც, პრაქტიკულად წინააღმდეგობა არ გაუწევით.
მძევლობაში აღმოჩნდა აგრეთვე თურქეთის საკონსულოს 48 თანამშრომელი. აშშ-მა, რომელმაც ერაყიდან ჯარი 3 წლის წინ გაიყვანა, აღიარა, რომ მდგომარეობა ერაყში გაუარესებულია.
ამერიკის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის გაზარდოს დახმარება ბარდადისათვის. ერაყში თურქი დიპლომატების დაკავების გამო კი თურქეთმა ნატოს წევრი ქვეყნების ექსტრემალური სხდომის მოწვევა მოითხოვა.